კუნარდუ, ანუ ჭა ჩრდილში

წინა წლის ზაფხულს, როცა დეიდაჩემთან ჩავედი ბათუმში დასასვენებლად , ერთი უცნაური წიგნი აღმოვაჩინე. ყდაზე ნათელ ფერებში დახატული ხეები ეხატა ,მაგრამ  ,რაც მთავარია, ჩემი ყურადღება მიიქცია არა მისმა ,,შეფუთვამ“ , არამედ წიგნის სათაურმა. ,,კუნარდუ , ანუ ჭა ჩრდილში ” მეუცხოვა ასეთი ორიგინალური დასათაურება და  გადავწყვიტე გამეგო თუ რა აძლევდა მას ასეთ გენიალურობას. თურმე კუნარდუ ქალის სახელი ყოფილა. წიგნი კი მოგვითხრობს თეთრკანიანებისა და ავსტრალიელი აბორიგენების თანაცხოვრების შესახებ. აქცენტები ძირითადად იმაზეა გამახვილებული , თუ როგორ ეპყრობოდნენ შავკანიან ,  ავსტრალიის   მკვიდრ მოსახლეებს თეთრკანიანები. თეთრკანიანები ძირითადად ამცირებდნენ შავკანიანებს , იპყრობდნენ მათ , სარგებლობდნენ მათი მიამიტობითა და უცოდინრობით და მათი მიწებს მისაკუთრების შემდგომ მათვე ამუშავებდნენ.  იკითხავთ კუნარდუ აქ რა შუაშიაო? მე გიპასუხებთ , რომ წიგნში ძალიან საინტერესოდაა აღწერილი კუნარდუსა და მისი თეთრკანიანი პატრონის იუის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია. მოკლედ , მე აღმაფრთოვანა, შემაშფოთა, მაგრამ მაინც თავი შემაყვარა ამ წიგნმა. გირჩევთ თქვენც წაიკითხოთ ,თუ , რა თქმა უნდა , სადმე აღმოაჩენთ : D

Image

შუქი ჩაქრა ? …….. :(

გუშინ ჩემი მეზობლისა და კარგი მეგობრის გვანცას დაბადების დღე იყო. შვიდი საათისთვის უნდა გადავსულიყავი მასთან. უეცრად შუქი ჩაქრა……. “_”

,,შუქი ჩაქრა ? არაუშავს მოვა მალე“ ვფიქრობდი ჩემთვის, მაგრამ ნურას უკაცრავად არაფერიც არ მოსულა. გონებაში ამომიტივტივდა ის შავბნელი პერიოდი სანთლის შუქზე  რომ მიწევდა დავალებების წერა. არც ინტერნეტი , არც ტელევიზორი, მოკლედ სრული მოწყენილობა და სიჩუმე მოაქვს უშუქობას. ზიხარ მარტო შენს ფიქრებთან და აღარ იცი დრო რაში გაფლანგო. ერთი მხრივ, კარგია ,რომ მეტი დრო გრჩება წიგნების წასაკითხად, სხვადასხვა ზოგადსაკაცობრიო თუ მხოლოდ შენთვის მნიშვნელოვან თემებზე ჩასაფიქრებლად. მოკლედ, გვანცას დაბადების დღეს სანთლის მკრთალ შუქზე  ვცდილობდით გაგვერჩია ერთმანეთი. მაინც ბევრი ვიმხიარულეთ .

Image

ვითომ შემოქმედება , ანუ რას ვაკეთებ მაშინ როცა მუზები მაწუხებენ

დღეს დედაჩემმა ჩემი მივიწყებული და ფურცლის ნაგლეჯზე წადღაბნილი ლექსი ,,აღმოაჩინა “. რა თქმა უნდა , არ დაიჯერა , რომ ჩემი დაწერილი იყო.მერე მისაყვედურა კიდეც , რომ ასე გავიმეტე ლექსი ,  რვეულში ჩაწერაც რომ  არ ვაღირსე. ჯერ კიდევ მოზარდი ვარ , მაგრამ ,მაშინ როცა 10 -12 წლის ვიყავი და მერეც ,მუზები სულ თავს დამტრიალებდნენ. ამიტომ მათგან თავის დასაღწევად ხან რას ვცოდვილობდი და ხან რას. ჯერ პატარა ლექსების წერა დამაწყებინეს , რომლებიც უმეტესად თოვლს ეძღვნებოდა . მერე იუმორისტული მოთხრობებიც შემომეწერა ( რომლებიც გადავიკითხე ,არ მომეწონა და დავწვი). 

მე ჩემს თავს უმეტესად კრიტიკულად ვაფასებ. ასე რომ თუ ეს ლექსი არ მოგეწონებათ შეგიძლიათ გამთათხოთ 😀

Image

ნაზი სიო დაუბერავს აქაფებულ ტალღებს

და თოლიაც საამურად ჩაუქროლებს აფრებს,

მერე ნელი ნაბიჯებით გავუყვებით ქუჩებს

და სევდიან სიმღრებსაც ვათქმევინებთ ტუჩებს.

ჩუმად , ჩუმად მოგვეხვევა საამური დარი

და ნისლიან ფიქრებიდან გამოგვიყვანს ქარი.

მერე ისევ გავუყვებით ჩვენ ჩვენს ნაცნობ ქუჩებს

და ნაღვლიან სიმღერებსაც ვათქმევინებთ ტუჩებს.

ავტორი :მე- ლელა 

 

16 წელი

ზუსტად 16 წლის წინ ამ ქვეყანას მე მოვევლინე….

ისე, ჩემი აზრით, ასაკი არა წლებით , არამედ საქმეებით და ცოდნით უნდა იზომებოდეს. რადგანაც რა აზრი აქვს იმას, რომ 16 წლის ხარ , თუ მნიშვნელოვანი არაფერი გაგიკეთებია. 

 

^__^ შობას ჩემი ბლოგიც იშვა

როგორც იქნა, მოვიდა დრო ჩემი ბლოგის დაბადებისა. ისეთი შეგრძნება მაქვს ,თითქოს ახალი დღიურის წერა დამეწყოს. სიმართლე გითხრათ, ადრეც  ვცადე მქონოდა ბლოგი , თუმცა ჩემი  მცდელობა კრახით დამთავრდა. ალბათ ისევე, როგორც დღიურის წერას ბლოგსაც დიდი სიყვარული და ძალისხმევა სჭირდება. მეც შევეცდები მიყვარდეს და ვწერო მხოლოდ სიმართლე, ამასთანავე შევეცდები  აღვწერო ჩემი განცდები ყველაფერზე.

uvpvy