რა ყოფილა აბიტურიენტობა?!

 ჩემს ქვეცნობიერში უკვე ღრმად ჩაიბეჭდა შიში რომელიც ყველა მოქმედებას მოსდევს სიტყვებით„ვაიმე 4 თვეც და გამოცდებია“. სკოლა, მეცადინეობები , გადარბენები და დროის უქონლობა . მოკლედ მალე მართლა გავგიჟდები. წინ ხუთი გამოცდა მელოდება -ხახადაფჩენილი , ალბათ გემრიელი ლუკმა ვგონივარ. Image

ვიცი , რომ არ ჩავიჭრები , მაგრამ მაინც ძალიან ვნერვიულობ. ჰაჰ, წარმოგიდგენიათ ?ისიც კი არ ვიცი რა პროფესიას ვირჩევ . ან საერთოდ რა მინდა , რას ვწვალობ? 

უკვე თითქმის მთლიანად გამოვეთიშე ინტერნეტს. შეიძლება ეს ძალიან კარგიც იყოს.ცუდი ისაა , რომ წიგნების კითხვას დროებით შევეშვი. არადა რომ იცოდეთ როგორ მინდა რამე საინტერესო ნაწარმოები წავიკითხო.ბლოგისთვისაც ვერ ვიცლი. 

მოკლედ, წინ ძალიან დატვირთული და არასასიამოვნო ოთხი თვე მელოდება.

p.s ნეტა ხვალ იყოს ეს ოხერი გამოცდები . ერთხელ და სამუდამოდ ხომ მორჩებოდა არა?

6 thoughts on “რა ყოფილა აბიტურიენტობა?!

  1. წარმატებებიიი :* ძალიან კი გაშინებს დულსინია სტუდენტობით, მაგრამ მე რომ მკითხო ძალიან მოგეწონება 😀 უნი გელის 😀

დატოვე კომენტარი