ვითომ შემოქმედება , ანუ რას ვაკეთებ მაშინ როცა მუზები მაწუხებენ

დღეს დედაჩემმა ჩემი მივიწყებული და ფურცლის ნაგლეჯზე წადღაბნილი ლექსი ,,აღმოაჩინა “. რა თქმა უნდა , არ დაიჯერა , რომ ჩემი დაწერილი იყო.მერე მისაყვედურა კიდეც , რომ ასე გავიმეტე ლექსი ,  რვეულში ჩაწერაც რომ  არ ვაღირსე. ჯერ კიდევ მოზარდი ვარ , მაგრამ ,მაშინ როცა 10 -12 წლის ვიყავი და მერეც ,მუზები სულ თავს დამტრიალებდნენ. ამიტომ მათგან თავის დასაღწევად ხან რას ვცოდვილობდი და ხან რას. ჯერ პატარა ლექსების წერა დამაწყებინეს , რომლებიც უმეტესად თოვლს ეძღვნებოდა . მერე იუმორისტული მოთხრობებიც შემომეწერა ( რომლებიც გადავიკითხე ,არ მომეწონა და დავწვი). 

მე ჩემს თავს უმეტესად კრიტიკულად ვაფასებ. ასე რომ თუ ეს ლექსი არ მოგეწონებათ შეგიძლიათ გამთათხოთ 😀

Image

ნაზი სიო დაუბერავს აქაფებულ ტალღებს

და თოლიაც საამურად ჩაუქროლებს აფრებს,

მერე ნელი ნაბიჯებით გავუყვებით ქუჩებს

და სევდიან სიმღრებსაც ვათქმევინებთ ტუჩებს.

ჩუმად , ჩუმად მოგვეხვევა საამური დარი

და ნისლიან ფიქრებიდან გამოგვიყვანს ქარი.

მერე ისევ გავუყვებით ჩვენ ჩვენს ნაცნობ ქუჩებს

და ნაღვლიან სიმღერებსაც ვათქმევინებთ ტუჩებს.

ავტორი :მე- ლელა